Luna997 – Iare [ prod.Sabanadze ]
Luna997 – Iare
prod. – Sabanadze
artwork – Panji se
რა გაგების ბიჭი ხარო, მეთქი ვთამაშობ ბურთით
თუ თამაშია გუნდური, ჩვენც ვთამაშობთ გუნდით
იცი ზამთარია ცივი, შემოვიფარგლეთ გუნდით
ტიპმა გაიკვირვა ჯიბის რატო არა ვარ ქურდი
ხედავს, რომ ტექნიკა მაქ თითებზე როგორც დამაქ ბურთი,
თუ ჩამოგვრჩება ვინმე შევჩერდებით და ვუცდით
იცი, ლიფტითაა კორპუსიდა ვტასაობ ხურდით
ისე გავხურდით რომ ქუჩის ბოლოს ჩანდა რო ვხურდით
სულ დენზე მოყოლილო ღამის ისტორიები Hood-ში,
მე მძიმე ბათინკებით ვტასაობ და თავი მაქ ქუდში
Slang ქუჩის მოვიგდე როგორც ჰარმოკინა ტუჩის
გამა ღელავს, იცი გარეთ სულ ტალღებია ურჩი
ჯერ ესეა და მერე გორაკებია ლურჯი
ჯერ ეს ესეა და მერე მოდის ბაზარი ქუჩის
ვსუნთქავ მცენარეებს დილით ხილით ავავსებ ხურჯინს
ეს ბურა ხურს ხურს მძიმე ჩაიდანია თუჯის
ამ ვიწრო ბილიკებზე მაცილებენ ძაღლები ქუჩის
ანათებს ცა, ბრწყინავს კორპუსებზე ფანჯრები შუშის
როგორც ხრუშოვის ვადა გასული კორპუსი ლუვრში
იცი სულ ესეა ვით გაზაფხულზე ხეები ნუშის
აბა სმენა თუ არ იცი, მაშინ გაგება რაა?
ისწავლე, დაცემა და დათმობა და წაგება რაა..
გავიწიე წინ, თან ვიცით წაღება რაა
რაა გაზიარება შენის და გაღება რაა
ამ ბაღებში სულ მწერები დაცოცავენ ღამით
ღვივის ბაღის ორკესტრი და ზევით უსმენენ ცანი
თემა სიტყვით დავალაგე, ხილი დავჭერი დანით
დღიურია ჩემი კანი, ცოდნა გადამაქ ტანით
შენ იარე
ყველა ანგელოზი გფარავს
კედლებს ლაპარაკი ბზარავს
განახეებ..
ცას რომ ვარსკვლავები ფარავს
შენ სუ იტასავე წყნარად
იარე
ამდენი, ამდენი როგორ ატარე შენით
მომდის ცრემლები და უკრაინის დროშაა ზევით
პალესტინელი ბავშვები დგანან გაზაზე ქვებით
როგორ უნდა გახვიდე, თუ დაბომბილია გზები
სირიელი ბავშვები ყვავილები და მთები
კონტრაბანდა დააქვთ გემით და ისერება ზღვები
აფრიკელი ბავშვი კობალტის მაღაროში ქვევით
ჩემი ტელეფონი ელავს როგორც ძვირფასი ქვები
მინდა სასარგებლო ვიყო, ბევრს ვერაფერს ვშვები
ავრცელე ამბები სხვებს მიაწვდინე ხმები
ჭიათურა მაშინ თვლემს, მაღაროებიც თუ თვლემენ
ეს ყვავილები ამშვენებენ სულ გადაბომბილ იემენს
სალამი ჩრდილოეთ კორეის ღამე გაქცეულ ტყვეებს
ვუყურებ რუსეთზე გაყიდულ დამწვარ ბორჯომის ტყეებს
იწვის ამაზონის გული ნეტა სადამდე ძლებს
სამარხები ძვლებს იტევს ტანი ატარებს დენს
ვიეტნამი ჯერ კიდევ დანაღმული არი დღესაც
ერაყელი ბავშვები ბურთით თამაშობენ მზეზე
გეოპოლიტიკის არცერთს არაფერი არ ესმის
მარა ბურთის თესლად ტარება შეუძლიათ ფეხზე
რა გაგების ბიჭი ხარო, მეთქი ვთამაშობ ბურთით
თუ თამაშია გუნდური, ჩვენც ვთამაშობთ გუნდით
იცი ზამთარია ცივი, შემოვიფარგლეთ გუნდით
ტიპმა გაიკვირვა ჯიბის რატო არა ვარ ქურდი
ხედავს, რომ ტექნიკა მაქ თითებზე როგორც დამაქ ბურთი,
თუ ჩამოგვრჩება ვინმე შევჩერდებით და ვუცდით
იცი, ლიფტითაა კორპუსიდა ვტასაობ ხურდით
ისე გავხურდით რომ ქუჩის ბოლოს ჩანდა რო ვხურდით
შენ იარე
ყველა ანგელოზი გფარავს
კედლებს ლაპარაკი ბზარავს
განახეებ..
ცას რომ ვარსკვლავები ფარავს
შენ სუ იტასავე წყნარად
იარე
Author: LTFR x Temple Pharmacy
| გაეცანით მსგავს მასალებს ტეგების მიხედვით |
Total comments: 0 | |